01:17 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 14:24:39, 748 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი პრემიერის ინიციატივაზე - წლის ბოლოსთვის, გვექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,  დეტალურად ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივაზე, რომელიც სოციალური პოლიტიკის ახალი ხედვით განვითარებას უკავშირდება.

მინისტრმა ინიციატივის წინაპირობები და მიზნები განმარტა.

„წლის ბოლოსთვის, გვექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ნამდვილად უპასუხებს. მინდა განვმარტო, რომ ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, გულისხმობს იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომლითაც მოსახლეობის სოციალური პირობები უნდა გაუმჯობესდეს. გაჩნდა კითხვა, რამდენად შეიძლება, ეს იყოს სოციალური დახმარების ალტერნატივა. ჩვენ ვამბობთ, რომ, დღეისთვის, ადამიანებს, რომლებიც შემოსავალს იღებენ ამ სტატუსით, შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, მუშაობასთან ერთად, მათი კვალიფიკაციაც უნდა ამაღლდეს, უნდა გააქტიურდნენ შრომისუნარიანი ადამიანები. ჩვენ, დაახლოებით, 200-250 ათასი ასეთი ადამიანი გვყავს. ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრ სამუშაო ადგილზე დეფიციტია. ეს ეხება კერძო სექტორსაც - სოფლის მეურნეობა იქნება ეს, გადამმუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო სექტორი თუ სხვა. ინიციატივის ფარგლებში, უნდა მოხდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც, რადგან, მუნიციპალიტეტის დონეზე, ძალიან ბევრი გამოწვევაა.

„ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებითაც, რაც გულისხმობს ტყის, დაცული ტერიტორიების უკეთ მოვლას და ა.შ., ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ და შემდგომში, მათი შემოსავალი, ახალი სამუშაო შესაძლებლობების გამოყენების შედეგად, უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics