|
2021-11-22 11:21:09, 698 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 21 ნოემბერს, შატო მუხრანში, TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სპიკერები მსმენელს საკუთარი ინოვაციური ხედვის, პროდუქტის თუ იდეის შესახებ მოუყვნენ. TED-ის მიერ ლიცენზირებული ადგილობრივი ღონისძიება 25 წლამდე ასაკის საინტერესო ადამიანებისა და მათი ორიგინალური იდეების პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ღონისძიების ტრანსლაცია TEDxYouth@Tbilisi-ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებით მოხდა. თითოეული გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მსმენელებს გამომსვლელებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. სპიკერები ისეთ თემებს შეეხენ, როგორიცაა: წარმავლობა, საკუთარი თავის ძიება, სამყაროს ინტერპრეტაციის სხვადასხვა გზები, პირადი სივრცის მნიშვნელობა, საკუთარი პროფესიის ძიება და სხვ. სპიკერებს შორის იყვნენ:
„რამდენიმე წელია, სტუდენტური ბარათის ფარგლებში საქართველოს ბანკი TEDxYouth@Tbilisi-ს უწევს პარტნიორობას. თანამშრომლობის მიზანი კი სტუდენტებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი იდეების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. სტუდენტების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღმოჩენების გაკეთება და ახალი შესაძლებლობების პოვნა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა TEDxYouth@Tbilisi-სთვის გვემასპინძლა. პირველად ქართული TEDxYouth@Tbilisi-ის ისტორიაში, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მაყურებელი ღონისძიებას Facebook-ის Live-ის საშუალებით დაესწრო. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს იმისთვის, რომ დაარსებიდან უდგას გვერდით ამ ფორმატს და გვეხმარება ინოვაციების და ინოვატორების პოპულარიზაციაში“, - განაცხადა TEDxTbilisi-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი გაბაშვილმა. ინფორმაციისთვის, TEDx არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)