2021-11-20 14:48:39, 1091 ნახვა
პოლიტიკა
მზად ვართ დიალოგი დავიწყოთ რუსეთთან - „ალტ ინფომ“ პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა
ჰომოფობიურმა და პრორუსულმა "ალტ-ინფომ" პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა.
პარტიის თავმჯდომარედ, 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.
"რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული – თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა". - ამბობს პარტიის თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე.
ცნობისთვის, ალფ ინფო და ზურაბ მახარაძემ 5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციები ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,