|
2021-11-19 17:22:36, 1433 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო
შუახევის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და პრიორიტეტები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარადგინეს. 2022 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 3 095 000 ლარით გაიზარდა და 15 065 500 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 6 400 000 ლარი, განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 3 200 000 ლარია გათვალისწინებული. გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინასება და 1 072, 1200 ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტში მოქმედ სოციალურ პროგრამებს კიდევ ერთი „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის" პროგრამა დაემატა, რომლის ბიუჯეტი 1800 000 ლარს შეადგენს. ,,დღეს მოეწყო 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. მომავალი წლის ბიუჯეტი, პირველ რიგში ორიენტირებულია ჩვენს მოსახლეობაზე, მათ საჭიროებებზე, პროგრამებსა და პროექტებზე. პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარება, სოციალური პროგრამები. ბიუჯეტის საჯარო განხილვას ვმართავთ, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში და ვცდილობთ, ყველა ის წინადადება, რაც მოსახლეობის მხრიდან დასახელდა გავითვალისწინებთ“- განაცხადა ომარ ტაკიძემ. შეხვედრის მონაწილეთა დასმულ კითხვებს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები პასუხობდნენ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)