2021-11-19 12:38:28, 838 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - თუ აშშ ჩემს დასაცავად ნაბიჯს არ გადადგამს, ეს იქნება საშინელი სიგნალი პროდასავლური ლიდერებისთვის
თუ აშშ ჩემს დასაცავად ნაბიჯს არ გადადგამს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის გამოცემა „ბლუმბერგს“ უგზავნის.
გამოცემის თანახმად, საქართველოს ექს-პრეზიდენტი 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში წერს, რომ ოქტომბერში არჩევნების წინ მისი საქართველოში ჩამოსვლა უკავშირდება „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად აცხადებს, რომ მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,