|
2021-11-19 12:25:01, 683 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას დედა - მივმართავ ყველა საელჩოს, მიიღეთ ზომები, ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია
ემი შვილი, რომელიც არის ყველამ ვიცით სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი, - ამის შესახებ პარლამენტში, ელენე ხოშტარიას დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ელენე ხოშტარიას დედა მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები. "ძალინ ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან იმიტომ, რომ კიდევ მგონია, რომ თქვენ, ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, სინდისზე ვეღარ იტყვი, ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის ყველამ ვიცით სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი. მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია, 4 შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას გააკეთებთ აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. მე მაქვს კიდევ არ ვიცი რატომ, თქვენი ოდნავ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხიელბთ, თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ-მეთქი", - აცხადებს ელენე ხოშტარიას დედა. შეგახსენებთ, რომ პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში უკვე მე-17 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობს. ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ წყვეტს მედიკამენტოზურ მკურნალობას.
ფოტო - მთავარი არხი
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეზღუდვას გააგრძელებს, თუ ქვეყნის უფლებები დაცული არ იქნება
Eurasianet: აზერბაიჯანი და თურქეთი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საია - პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)