16:52 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 11:47:53, 504 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ახალდანიშნულ ელჩს, ანა მარია შიკოს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები ხელს უწყობს თავდაცვის უწყებებს შორის დიალოგის გააქტიურებას.

მხარეებმა მიმდინარე წლის ნოემბერში უნგრეთში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს, რომლის ფარგლებში მინისტრი უნგრელ კოლეგასთან ერთად მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციას გახსნის. ასევე, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარი ზელენსკისთან შეხვედრაზე - შეთანხმება მიღწეულია ურთიერთობების ახალ საფუძველზე გადასვლის შესახებ
ლე პენი მზადაა უკრაინაში გაემგზავროს ზელენსკისთან ფინანსური დახმარების საკითხზე დებატებზე
30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება
City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics