|
2021-11-11 15:01:44, 2880 ნახვა
სამხედრო
შსს–ს დანაყოფები „დიდგორი 2021”-ის საშტაბო და საველე კომპონენტებში მონაწილეობენ
უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021", საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწას ემსახურება, აქტიურ ფაზაშია. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე წარმომადგენლები როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებში მონაწილეობს. სწავლების აქტიურ ფაზაში საველე კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციისა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებთან კოორდინაციით გაათამაშეს. ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი დანაყოფის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სწავლების ფარგლებში, საშტაბო ნაწილში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტების წარმომადგენლები კრიზისების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის ორგანიზების და მუშაობის პროცესში არიან ჩართულები. სწავლებაში სულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი იღებს მონაწილეობას, რომლებიც 5 დღის განმავლობაში სამხედრო ბაზაზე, თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სივრცეში იმუშავებენ. სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება. წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)