|
2021-11-09 11:47:57, 981 ნახვა
ეკონომიკა
აკუმულატორების განვითარებასა და წარმოებაზე ტოიოტა 2030 წლამდე 3,4 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს
აკუმულატორების განვითარებასა და წარმოებაზე ტოიოტა 2030 წლამდე 3,4 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ეს განცხადება Toyota Motor's North America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა, რომელმაც მსოფლიოში ელექტრო მანქანების ჩანაცვლების გეგმები და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები შეაჯამა. პროცესის სამართავად, მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი ახალი კომპანიის დაფუძნებას და ამერიკაში ავტომობილების აკუმულატორებისთვის ქარხნის აშენებას გეგმავს. პროექტის განხორციელებაში ტოიოტას ლითონებით ვაჭრობის ქვეგანყოფილება - Toyota Tsusho და Toyota Group-ის წევრები ჩაერთვებიან. ახალი ქარხანა, რომლისთვისაც ტოიოტას 1,29 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გამოყოფილი, 2025 წელს გაიხსნება და სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1750 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ტოიოტა წარმოების მოცულობის, ბიზნეს სტრუქტურისა და ქარხნის ადგილმდებარეობის გამჟღავნებას უახლოეს მომავალში გეგმავს. უმსხვილესმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ მისი მიზანი აკუმულატორების ხარჯების 30%-ით ან მეტით შემცირებაა. ამის მიღწევას კომპანია გამოყენებული მასალების დამუშავებისა და აკუმულატორების ელემენტების სტრუქტურირების გზით გეგმავს. „ახალი კომპანია თავდაპირველად ჰიბრიდული ავტომობილების ბატარეების წარმოებაზე გააკეთებს აქცენტს. ინვესტიცია ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო ხელმისაწვდომი ელექტროფიცირებული ავტომობილების შემოყვანას.“ - Toyota North America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტედ ოგავა. ბოლო პერიოდში, მთელ მსოფლიოში, ავტომწარმოებლები მილიარდობით დოლარს აკუმულატორებისა და ელექტრო ავტომობილების წარმოების გასაძლიერებლად ხარჯავენ. ამის მიზეზი კი ის გარემოსდაცვითი რეგულაციებია, რომლებიც მსოფლიოში დღითიდღე მკაცრდება. მაგალითისთვის, 2021 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად ამერიკაში, 2030 წლისთვის, გაყიდული ახალი ავტომობილების ნახევარი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე უნდა იყოს. ამის საპასუხოდ, უმსხვილესმა ავტომწარმოებლებმა განაცხადეს, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრო ავტომობილების წლიური მოცულობის 40-50%-ით გაზრდაზე. ცვლილებების საპასუხოდ, ტოიოტამ გასულ თვეს დააანონსა, რომ მოუთმენლად ელოდება ჩაერთოს პროცესში და მისი წარმოებული ავტომობილების ნახევარი ელექტრო გახადოს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)