05:44 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 10:39:20, 845 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ შანხაის რიგით მეოთხე იმპორტის საერთაშორისო ექსპოს ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ქალაქ შანხაის რიგით მეოთხე იმპორტის საერთაშორისო ექსპოს ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ცერემონიას უცხოელი მონაწილეების დიდი ნაწილი ონლაინ ფორმატში ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით 2018 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ექსპოზე მათ აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს.

საქართველოს ბიზნესდელეგაცია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, 2018 -2019 წლებში ორჯერ მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.

საქართველოს ბიზნესსექტორის მიერ შანხაის ექსპოზე წარმოდგენილი პროდუქცია იყო დივერსიფიცირებული და მოიცავდა როგორც სურსათს, ასევე სამრეწველო ნაწარმს. ამასთან, გამოფენაზე 2019 წელს საქართველოს სტენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს ექსპოს მონაწილე 190 ქვეყანას შორის. გამოფენამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics