|
2015-02-03 11:43:30, 1157 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. მეტრომშენის დასახლებასთან მდებარე ხიდი მდგრადობაზე შემოწმდა
გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. მეტრომშენის დასახლებასთან მდებარე ხიდი მდგრადობაზე შემოწმდა. #1 გზაგამტარის გამოცდას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მთელი ღამის განმავლობაში ხიდი ნაგებობაზე განთავსებულმა 12-მა სატვირთო მანქანამ სხვადასხვა მანევრირებით გამოსცადა, რომლის პარალელურად ხიდზე მიმდინარე პროცესი სპეციალური ხელსაწყოებით შემოწმდა. გზაგამტარის გამოცდის დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, კახეთის გზატკეცილზე ხიდების გამოცდა 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის გამოც, გზის ცალკეული მონაკვეთები ღამის განმავლობაში ჩაიკეტება, რათა მანქანების მოძრაობამ ხელი არ შეუშალოს გამოცდას. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში კახეთის გზატკეცილზე კიდევ 4 გზაგამტარი გამოიცდება. "ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, სულ დედაქალაქის მასშტაბით, კვლევა 21 ხიდს ჩაუტარდება. გამოცდის შედეგად დაიდება დასკვნა, რომლის საფუძველზე ის ხიდები, რომლებიც ყველაზე რთულ მდგომარეობაში იქნება, დაექვემდებარება აღდგენას", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, მიმდინარე წელს 5 ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, მათ შორის ყველაზე მთავარი ბარათაშვილის ხიდია, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა და წელს სრულად აღდგება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო აღდგენითი სამუსაოები ზაჰესში არსებულ ხიდზე. „ხიდებისა და გვირაბის გამოკვლევა-გამოცდის პროექტის ფარგლებში, კვლევა უკვე ჩაუტარდა მეტეხის გვირაბს და 6 ხიდს. კვლევის მიზანია ხიდების მდგომარეობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, მისი შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების და ღირებულების განსაზღვრა. სამუშაოები, რომელსაც ს.ს.ი.პ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს, 2015 წლის მაისში დასრულდება. აღნიშნული პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 397 900 ლარია გამოყოფილი“,-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)