01:47 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 11:42:35, 1110 ნახვა

ეკონომიკა
ბერნში „ქართული ღვინის ფორუმი“ გრძელდება

შვეიცარიაში, ბერნის კულტურის სახლში „Casino Bern” „ქართული ღვინის ფორუმი“ 29 ოქტომბერს გაიხსნა.- ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით,  ფორუმში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „შილდა“, GWS, „წინანდლის მამული“, „კონჭო და კომპანია“, „ნაბერაული“ და „ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი“ მონაწილეობენ.

 „ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასეთი მასშტაბით ბერნში პირველად ხდება ქართული ღვინის წარდგენა. შვეიცარიაში ქართულ ღვინოს არ იცნობენ სათანადოდ; შეიძლება ითქვას, ეს არის პირველი ნაბიჯი, რათა მომავალში, მეტი მუშაობით, ცნობადობის გაზრდით, უფრო მეტად პოპულარული გახდეს ჩვენი ღვინო. სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში, რევაზ ლომინაძემ.

„ქალაქ ბერნში,  „ქართული ღვინის ფორუმი“ ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში იმართება. აღნიშნული ფესტივალი უცხო ქვეყნების კულტურის ადგილობრივებისთვის გაცნობას გულისხმობს და მასში არაერთი ქვეყანა მონაწილეობს.

ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერის“ (GeoHaus GmbH) და „ქართული კულტურის ცენტრის  შვეიცარიაში“ ორგანიზებით ტარდება.“- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics