|
2021-10-27 12:33:06, 953 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ იაპონურ ენერგოკომპანიასთან TEPCO Renewable Power სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა იაპონური კომპანიის საქართველოში საქმიანობის გაფართოებისა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებში შესაძლო ინვესტირების საკითხი. აღსანიშნავია, რომ TEPCO Renewable Power - ი უკვე ფლობს 31,4 პროცენტიან წილს დარიალი ჰესში. ეს აქტივობა TEPCO RP - ს მიერ იაპონიის გარეთ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა, რაც ღიად მიანიშნებს იაპონური კომპანიის დაინტერესებაზე საქართველოთი და ზოგადად რეგიონით. მინისტრის შეხვედრა TEPCO RP - ის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობდა სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. ონლაინ-შეხვედრაზე ნათია თურნავამ იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მიმდინარე წელი ორნიშნა მაჩვენებლით დაასრულოს. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოვადიან პერიოდში იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე. აღინიშნა, რომ ეს დარგი განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მეტი აქცენტის გაკეთებას ე.წ. განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე და ამ მხრივ, პოტენციური ინვესტორების მოძიებაზე. თავის მხრივ, იაპონური მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი სხვა ენერგეტიკული პროექტების მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" პოტენციური საინვესტიციო პროექტების გამოვლების მიმართულებით.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)