10:51 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 15:52:56, 865 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზომების მისაღებად ევროსაბჭოს მიმართა

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალის მოადგილე მალგოჟატა გოშიევსკა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება, მისი განცხადებით, პოლონეთის პარლამენტის წევრებმა, ევროსაპჭოს მიმართეს, რათა დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული ზომები სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი," - წერს მალგოჟატა გოშიევსკა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა, იგი იმავე საღამოს დააპატიმრეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე მე- 15 დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics