07:15 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 14:45:20, 962 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში სომელიესა და ღვინის სკოლა გაიხსნა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში „ხეცურიანის სომელიეს სკოლა/კავკასიის უნივერსიტეტი" პრეზენტაციას დაესწრო. - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  მათივე ცნობით, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

სკოლა ახალ სასერტიფიკატო პროექტს - "სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა" განახორციელებს, რომლის მიზანი მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობაა. 5 თვიანი პროგრამის მიხედვით, სასწავლო კურსი ვენახის შერჩევიდან დაიწყება, გაივლის ყველა ეტაპს ღვინის ბოთლში ჩასხმის ჩათვლით. კურსდამთავრებულები სერთიფიკატებსა და სომელიეს სტატუსს მიიღებენ.

"ტურიზმის ინდუსტრიაში, როდესაც პროდუქტის ფორმირებაზეა საუბარი მომსახურების მაღალ ხარისხს და ევროპულ სტანდარტებს განაპირობებს განათლება. დღეს, როდესაც გვაქვს მოცემულობა, რომ ღვინის ტურიზმი ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტია, ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული იყოს ხედვა, ერთიანი მიდგომა, თუ როგორ ვუკეთებთ ამ ტურისტულ პროდუქტს პოზიციონირებას საერთაშორისო და შიდა ბაზარზე."-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

"კავკასიის უნივერსიტეტი და მარინა ხეცურიანი აერთიანებენ ძალებს ხეცურიანის სომელიეს ღვინის სკოლის ფარგლებში და მიმდინარე პროგრამებთან ერთად ჩვენ აკადემიურ პროგრამებსაც ვგეგმავთ, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ მეღვინეობა, ჩვენი მოწინავე დარგი კიდევ უფრო განვითარდეს."-აცხადებს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics