2021-10-04 14:15:16, 661 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ოცნება კარგავს კონტროლს დიდ ქალაქებზე, სამეგრელოში კი მთლიანად გაბანკროტებულია
ოცნება კარგავს კონტროლს ქვეყნის დიდ ქალაქებზე, ხოლო სამეგრელოში მთლიანად გაბანკროტებულია. - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ სოციალური ქსელში დაწერა.
უგულავას თქმით, რეფერენდუმის გარდამტეხი ეტაპი ახლა იწყება და გამარჯვება მათთვის ძალიან ახლოსაა.
"ახლა იწყება ამ რეფერენდუმის მეორე და გარდამტეხი ეტაპი. თქვენ ნახეთ, რომ ამდენი ფალსიფიკაციის და ძალადობის ფონზე ოცნება კარგავს კონტროლს ქვეყნის დიდ ქალაქებზე, ხოლო სამეგრელოში მთლიანად გაბანკროტებულია. ეს პროცესი შეუქცევადია, ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით და ოლიგარქიის მარცხით დასრულდება. გამარჯვება ახლოსაა, გამარჯვებას ბოლომდე ბრძოლა სჭირდება.
მე ვრჩები ფოთში, როგორც მერობის კანდიდატი, როგორც რეფერენდუმის ლიდერი და აწი უკვე როგორც რიგითი ფოთელი." - წერს უგულავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,