2021-10-02 14:14:42, 540 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო ირაკლი ღარიბაშვილის საარჩევნო უბანში პირბადით შესვლას სამწუხაროს უწოდებს
"ძალიან სამწუხაროა. წესი არის ყველასთვის წესი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი თანამდებობის პირია." - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
„ამომრჩეველი მიდის პირბადით უბანზე და მას ორჯერ იხსნის, ერთხელ როდესაც ნაკადის მომწესრიგებელთან მიდის და მეორედ - რეგისტრატორთან, როდესაც ფოტოსურათის შესაბამისობა უნდა დადგინდეს. პირბადეს ის იხსნის რამდენიმე წამით. მე არ მინახავს კადრები მოიხსნა თუ არა პრემიერ-მინისტრმა პირბადე. ძალიან სამწუხაროა. წესი არის ყველასთვის წესი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი თანამდებობის პირია. ყველა უნდა დაექვემდებაროს წესებს! ეს არის ჩვენი მოწოდება“, - განაცხადა იოსელიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან