2021-10-01 18:56:50, 558 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, მან „გააფარჩაკა“ საკუთარი პარტია და კანდიდატი
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი თბილისში და მოქმედი მერი კახი კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს ეხმაურება.
კალაძემ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა თავისი პარტიისა და კანდიდატის, კერძოდ, ენმ-ს და მელიას გაფარჩაკებისთვის.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, საკუთარი კანდიდატის, როგორც ბატონმა სააკაშვილმა და ამისთვის, მას ძალიან დიდი მადლობა დანარჩენი ხვალ დაველოდოთ არჩევნებს და ყველაფერი იქნება ცხადი....ამ გადადგმული ნაბიჯით გააფარჩაკა თავისი პარტია და სამწუხაროდ, მისი კანდიდატიც", - განაცხადა კალაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,