15:39 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 18:44:54, 585 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი პესკოვი - სადაც სააკაშვილია იქ ყოველთვის ცირკია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ქალაქ ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოძრაობა და ადგილსამყოფელი, კრემლის საქმე არ არის.- ამის შესახებ მედიასთან საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პესკოვმა განაცხადა, „ სადაც სააკაშვილია იქ ყოველთვის  ცირკია , მთავარია დავრწმუნდეთ, რომ ეს  ცირკი საფრთხეს არ წარმოადგენს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მადლობა ღმერთს, ეს ჩვენი საქმე არ არის“- განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე თქვა, რომ კრემლი ამჟამად არ ხედავს საქართველოში დესტაბილიზაციის ნიშნებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს დაწერა, რომ იგი დაბრუნდა საქართველოში  რვა წლის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics