15:39 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 11:42:01, 672 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილი სააკაშვილზე: როგორ შემოვიდა, როდის ჩამოვიდა, მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია საქართველოშია

როგორ შემოვიდა, როდის ჩამოვიდა საქართველოში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აქ არის, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციას, რომ ის საქართველოშია.

 „გულწრფელა გეტყვით, კომუნიკაცია ამის შესახებ სააკაშვილთან არ მქონია. მეც დილით შევიტყვე, „ფეისბუქის“ მეშვეობით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. როგორ შემოვიდა, როდის ჩამოვიდა საქართველოში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მტავარია, რომ საქართველოშია და მთავარია, რომ მისი საქართველოში ყოფნა დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილი შსს-ს განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და აღნიშნა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს უფრო ენდობა.

„მე ვამბობ, იმაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც ვრცელდება და რასაც ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი და მე უფრო დიდი მიზეზი მაქვს ვენდო მიხეილ სააკაშვილს და არა შსს-ს მიერ გავრეცლებულ განცადებას“, - დასძინა მან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics