|
2021-09-29 17:06:25, 2754 ნახვა
სამხედრო
სამხედრო მოსამსახურის ალექსანდრე ბერიშვილის მეუღლე საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამხედრო მოსამსახურის ალექსანდრე ბერიშვილის მეუღლე, ქეთევან ბერიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის. „მადლობა თავდაცვის სამინისტროს! მკურნალობის პირველი კურსი დაგვიფინანსეს და ველოდებით მეორე კურსის დაფინანსებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს და პირადად თავდაცვის მინისტრს, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს“ - წერს ჯარისკაცის მეუღლე. ქეთევან ბერიშვილმა დღეს, ასევე სოციალური ქსელით, ღია წერილით თავდაცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მიმართა. „მიმდინარე წლის ივნისში, სასროლეთიდან დაბრუნებული, სადაც ალექსანდრე ბერიშვილი მორიგ სამხედრო სწავლებას გადიოდა, შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც დაუდგინდა ინსულტი. ჩემმა მეუღლემ დაკარგა მოძრაობისა და მეტყველების უნარი, მუდმივად საჭიროებს მომვლელს. იძულებული გავხდი, სამსახური მიმეტოვებინა და მისთვის მომევლო. ამ ეტაპზე მას დანიშნული აქვს სარეაბილიტაციო კურსი, რაც 16 ათასი ლარი ღირს. მკურნალობის პირველი კურსი თავდაცვის სამინისტრომ დაგვიფინანსა და უკეთესობაც დაეტყო, მაგრამ მეორე კურსის ჩატარებას წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გვთავაზობენ, თუმცა მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას იგი შეძლებს „ნიუ ჰოსპიტალში“. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის სრული კურსის ღირებულებაა 16 910 ლარი“, - აღნიშნავს სამხედროს მეუღლე. როგორც ქეთევან ბერიშვილი წერს ღია წერილს უწყების მყისიერი რეაგირება მოჰყვა, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეს მკურნალობის მეორე კურსიც დაუფინანსა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)