|
2021-09-24 10:51:01, 1525 ნახვა
რეგიონი
იოსებ ხახალეიშვილი- გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო, მათ შორის, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ხედვა, რომელიც დღემდე ქუთაისს არ ჰქონია. მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს ოთხი მიმართულება წარუდგინა, რომელიც ქუთაისის განვითარებისთვის განისაზღვრა. მისი თქმით, მთავარი გარანტია თანმიმდევრულად განხორციელდეს ქალაქის პერსპექტივა და თანაბარი სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ სფეროში დასაქმებულს, ან დასაქმების მაძიებელს. იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის განვითარებისა და, ზოგადად, სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ თვალსაზრისით, მოქმედებს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და მიკრო მეწარმის ხელშეწყობაზე. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით და ტურიზმის განვითარებით, ახალი ინვესტორების მოზიდვა და მათთვის სასურველი გარემოს შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას. მომავალში გაგრძელდება და გაფართოვდება მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები თუ სახელმწიფო პროგრამები; ხელი შეეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფას; წარმოების გასაძლიერებლად გაგრძელდება ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამების დახვეწა და მათი ეფექტიანობის გაზრდა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისი და გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება", - განაცხადა შეხვედრებზე იოსებ ხახალეიშვილმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)