17:51 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 15:59:13, 408 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში და ყველა მუნიციპალიტეტში პირველი ტურებში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების" კანდიდატები და ყველა საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი უმრავლესობით

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში და ყველა მუნიციპალიტეტში პირველი ტურებში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების" კანდიდატები და ყველა საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი უმრავლესობით

„ბათუმში და ყველა მუნიციპალიტეტში პირველი ტურებში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების" კანდიდატები და ყველა საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი უმრავლესობით"- ამის შესახებ დღეს ბრიფინზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა „ქართული ოცნების" მორიგი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.  

"დღეს გახდა საჯარო ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარეული კვლევის შედეგები და ამ კვლევის შესაბამისად, პირველივე ტურში ვიმარჯვებთ, როგორც ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებში, იმარჯვებს ჩვენი მერობის კანდიდატი, ასევე, ამ შედეგებით საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი ძალიან მყარი უმრავლესობით. ეს კვლევები ჩატარდა ბოლო დღეების განმავლობაში, რომელიც ასახავს განწყობას როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics