|
2021-09-19 11:58:20, 2307 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაუმჯობესებულ პირობებს გაეცნო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო. სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. მათ მოინახულეს ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი, ყაზარმები, რეკრეაციული ცენტრი, სასადილო და დეტალურად გაეცნენ როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელ პირობებს. აკადემიაში სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ყაზარმები, რომლებიც ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით აღიჭურვა. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ყაზარმებში შეიცვალა საცხოვრებელი ოთახების წყობაც. ოთახები ექვსის ნაცვლად მხოლოდ ორ პირზეა გათვლილი. ეროვნული თავდაცის აკადემიაში განახლდა და უახლესი ინვენტარით აღიჭურვა სპორტული დარბაზები. ასევე, გარემონტდა საცურაო აუზი და სასადილო. იუნკერთა განათლების გაღრმავების მიზნით, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ფიზიკისა და ქიმიის ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე ლაბორატორიები მოეწყო. განახლდა სიმულაციური სწავლების ცენტრიც. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეიქმნა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის საგამოფენო სივრცე, სადაც აკადემიის დაარსებიდან დღემდე, სრული ისტორიაა ასახული. საგამოფენო სივრცეში განთავსებულია იუნკერთა სკოლის პერიოდის უნიკალური დოკუმენტები და ფოტოები, ისტორიული იარაღები და შინდისის გმირების სამხედრო აღჭურვილობა. მოეწყო პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის კაბინეტიც, სადაც მისი მემორიალური ნივთებია განთავსებული.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)