|
2021-09-18 11:44:19, 604 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დაწყებამდე, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებს, დარგის სპეციალისტებს, განსაკუთრებით კი, ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და აღნიშნა, რომ ისინი დღესაც, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და მათი შრომა ფასდაუდებელია. „მინდა ყველა ექიმს და ექთანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩართულია ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევით გავიმარჯვებთ", - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერობის კანდიდატმა თავის წინასაარჩევნო პროგრამაზე და იმ ძირითადად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებას უკვე წარუდგინა. „ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა და ეს არ არის უბრალოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები. ეს არის კონკრეტული გეგმა, პროექტები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ დავიწყეთ ყველა იმ მიმართულებების პროექტებად ჩაშლა, რისგანაც შედგება ჩვენი საარჩევნო პროგრამა. ვისაუბრეთ ურბანულ პოლიტიკაზე, რომელშიც დიდი ადგილი უკავია ძველი თბილისის არეალს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მოსახლეობას გავაცანით ჩვენი გეგმები სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ მხრივ მნიშვნელოვანი რეფორმები და ჩემი მერად არჩევის შემთხვევაშიც, გავაგრძელებთ. ასევე, ვისაუბრეთ გარემოს დაცვის პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში დიდი ადგილი უკავია. ბოლო წლებში არაერთი მწვანე სივრცე, პარკი, სკვერი გავაკეთეთ და განვაახლეთ. მიხარია, როგორც ამ ქალაქის მერს, რომ ყველა რეაბილიტირებული პარკი სავსეა ყველა თაობის ადამიანით. თბილისს უდიდესი რესურსი აქვს და მომავალ ოთხ წელში, კიდევ ბევრ ასეთ სივრცეს გავაკეთებთ, უკვე არსებულებს კი განვაახლებთ", - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სოციალური პოლიტიკის მიმართულებას, თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულების პროგრამებზე დედაქალაქის ბიუჯეტის 30%-ზე მეტი დაიხარჯება. „დღეს, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას - სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ. ამ ყველაფერზე დაახლოებით, ბიუჯეტის 30%-ზე მეტი იხარჯება. ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა ორ მილიონზე მეტი თბილისელის მოთხოვნა დააკმაყოფილა, დავეხმარეთ მათ ჩვენი პროგრამებით. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავაც იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)