04:33 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 11:26:46, 1589 ნახვა

რეგიონი
საქართველოს წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა სამედიცინო თხევადი ჟანგბადი საჩუქრად გადმოსცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადმოსცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟანგბადის გადმოცემის პროცესს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილესთან, კახა მამულაძესთან ერთად დაესწრო.

,,წითელი ჯვარისაგან აჭარის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა 22 ტონა ჟანგბადი. დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია, ვინაიდან გაზრდილია ჟანგბადამოკიდებული კოვიდპაციენტების რაოდენობა, ასევე ჟანგბადის მოხმარება. აღნიშნული რაოდენობა გადანაწილდება იმ კოვიდდაწესებულებებზე, რომლებიც ყველაზე გაზრდილი რაოდენობით მოიხმარენ ჟანგბადს, ეს გახლავთ - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და მაღალტექნოლოგიური კლინიკია "მედცენტრი", მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი წითელ ჯვარს გადმოცემული საჩუქრისათვის“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics