|
2021-09-16 17:12:21, 432 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი შეშელიძის ქუჩის მიმდებარე მეწყრული უბნის გამაგრების მიზნით განხორციელებული სამუშაოების შედეგს გაეცნო
გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბანი გამაგრდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, ხოლო მეწყრის სტაბილიზაცია მიღწეულია ანკერების, რკინა-ბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით. შესრულებული სამუშაოების შედეგს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ეს იყო მეწყერსაშიში ზონა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება. მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, განსაკუთრებით, იმ ოჯახებისთვის, ვინც ზემოთ, 16-სართულიან კორპუსებში ცხოვრობდა, რადგან უკვე დაძრული იყო მიწა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ქვემოთ მომუშავე ადამიანებისთვის და ვინც ამ საავტომობილო გზით სარგებლობს. მიწა, ფაქტობრივად, საავტომობილო გზაზე იყო ჩამოსული. ამ პროექტის შედეგად, რომელიც 21 მილიონი ლარი დაჯდა, საფრთხე მთლიანად არის შეჩერებული. ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია წარმოებული. ასევე, დაყენებულია მონიტორინგის სისტემა და კომპანია ვალდებულია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დააკვირდეს ამ ტერიტორიას, რომ რაიმე გადაადგილება არ იყოს. გარდა ამისა, ამ სივრცეში, რაც შეიქმნა, მოეწყობა სპორტული მოედანი, აქაურობა გამწვანდება და ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ აღნიშნული მოედნით“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ე.წ. ფრანგული კედელი, ხოლო დამეწყრილი ფერდობი ტერასებად დაიყო.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)