|
2021-09-16 15:11:35, 498 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება
16 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს, დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო წლის დაწყებაა.-ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კერძო პირების, ბუკინისტებისა და წიგნის მაღაზიების მიერ ფასდაკლებით გამოტანილი ახალი თუ მეორეული წიგნების გარდა, ფლიმარკეტის სტუმრებს დახვდებათ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ინვენტარი. ასევე, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, სამაგიდო თამაშები და სხვა. „განსაკუთრებული გასართობი ელით სამაგიდო თამაშების მოყვარულებს. ორი დღის განმავლობაში ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს წიბახას, თელავისა და ქუთაისის კლუბები მათ საინტერესო და თავბრუდამხვევ აქტივობებს შესთავაზებენ. ფლიმარკეტის ტერიტორიაზე "საქართველოს ბანკის" მიერ მოწყობილი ზონები განთავსდება, სადაც მისულ სტუმრებს განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. ფლიმარკეტი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. წიგნებისა თუ სხვა ნივთების გაყიდვის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. „-ნათქვამია განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)