|
2021-09-16 12:51:17, 475 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ბასილაია - სუფთა ჰაერი ჩვენს პრიორიტეტად რჩება
თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, „ქართული ოცნების " თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. "სუფთა ჰაერი ჩვენთვის რჩება პრიორიტეტად. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, გვყავს ოჯახები, შვილები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან მყისიერი შედეგები, დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სტანდარტი, რომელიც ეხება მასალების გადატანა-რეალიზაციას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს სტანდარტი აუცილებლად ამოქმედდება დედაქალაქში და ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მისივე თქმით, ის ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ამტვერების შემცირების მიზნით, ქალაქში არსებული გრუნტის ბალახით ან მულჩით დაფარვას, ტყის აღდგენას, პარკების რეაბილიტაცია-მოწყობას, ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობას, ძველი მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ნარჩენების მართვის სტრატეგიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული მიმართულება, რომელზეც 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დიდი სამუშაო გასწია. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და უკვე მომავალი წლიდან კონკრეტული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ. შედეგი კი იქნება ის, რომ თბილისი უკვე ფართომასშტაბიანად გადავა ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, შემდეგი ნაბიჯი კი იქნება ნარჩენების გადამუშავების დაწყება. ეს ამოცანა უდგას ყველა თანამედროვე ქალაქს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ არსებული ნაგავსაყრელი პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც მასთან ახლოს ცხოვრობს. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რათა ეს დისკომფორტი შემცირდეს. გარდა ამისა, ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აუცილებლად დავხურავთ ძველ ნაგავსაყრელს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს „მიაგდეს", - აღნიშნა მან. ანდრია ბასილაიას თქმით, ყველა აღნიშნული ღონისძიების განხორციელებით, თბილისი აუცილებლად იქნება უფრო მწვანე ქალაქი, ექნება მეტი სარეკრეაციო სივრცე, უფრო სუფთა ჰაერი და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)