|
2021-09-16 12:47:07, 832 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ბასილაია -კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისი პარკების ქალაქად იქცევა
კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ჩვენი მიზანი იქნება, რომ თბილისი პარკების ქალაქად ვაქციოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში არსებულ პრობლემურ ადგილებში ახალი პარკები შეიქმნება. „მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ შეიქმნას ახალი პარკები იმ ადგილებში, სადაც დღეს არის ხევი, პრობლემური ადგილები და ა.შ. წარმოგიდგენთ ცხრა ახალი პარკის პროექტს. გორგასლის ბულვარი მოეწყობა კრწანისის რაიონში, სადაც მიწის ქვეშ ჩავა საავტომობილო გზა, გაკეთდება კომერციული სივრცეები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ბულვარის მთავარი ხერხემალი იქნება ერთიანი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ჩვენს ქალაქს დაამშვენებს. დიღმის ჭალებში სხვადასხვა სამშენებლო დანაგვიანებაა, ეკოლოგიური პრობლემებია. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, დიღმის ჭალები გადარჩება და მოეწყობა ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე. რაც შეეხება ზღვის უბნის პარკს, ეს არის პირველი ახალი სივრცე, რომლის მოწყობაც ჩვენმა გუნდმა დაიწყო. ჩვენ დაჭაობებული მიწა გამოვიტანეთ და დაახლოებით, ერთ წელში ის დამთავრდება. ორი ძალიან მნიშვნელოვანი საპარკე არეალია ვაზისუბნის პარკი და თბილისის ზღვის ბულვარი. ასევე, კარგი პროექტი გამოვა ე.წ სამხედრო ქალაქის პარკი. მოგახსენებთ თბილისის ცენტრალური პარკზეც, სადაც უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, შედეგად, ქალაქის შუაგულში საერთაშორისო სტანდარტების მქონე პარკი მოეწყობა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ დავიწყეთ გლდანის პატარა ტბის პროექტი, თუმცა, მალე ის სრულად მოეწყობა. ასევე, განხორციელდება ავჭალის პარკის პროექტიც," - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მისი თქმით, დედაქალაქში დარჩენილია ექვსი პარკი, რომელსაც კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. „დიღმის ტყე პარკი არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საპარკე არეალებს. მისი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა, მაგრამ მას სრულად დავიბრუნებთ და განხორციელდება მისი რეაბილიტაცია. დენდროლოგიური პარკი - საუკუნის პროექტია. ეს, დაახლოებით, 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაა, რომლის პროექტირება დასრულდა და მომავალ წელს სამუშაოები დაიწყება. რაც შეეხება, ციციშვილის პარკს, ძნელია ამ ადგილს ახლა პარკი უწოდო. ეს შიდა კვარტალური ერთიანი სივრცეა და მისი რეაბილიტაციის შედეგად , ძალიან კარგი პარკი მოეწყობა. ვერის პარკი - ყველასთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი არეალია, კონკურსი გამოცხადებულია და მომავალ წელს დაიწყება კონკრეტული სამუშაოები. იგივე ითქმის სარაჯიშვილის ბულვარზეც, სამგორის პარკზეც, ამ ადგილების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდება", - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)