|
2021-09-16 11:31:13, 563 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც „ოცნების” შტაბში ინციდენტისას დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს
ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალიდან“ გაწერეს. ოპერტორმა ლევან აბლოთიამ ჟურნალისტებთან შემთხვევის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აგრესორი ადამიანი მისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, რის შედეგადაც ის მოაჯირიდან გადავარდა. "აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს. უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, ხელის კვრაში მე წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი," - განაცხადა ლევან აბლოთიამ. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)