|
2021-09-16 11:04:53, 1233 ნახვა
ეკონომიკა
როგორ ვიშოპინგოთ უსაფრთხოდ ონლაინ
დღეს იშვიათად თუ მოიძებნება ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი, რომელსაც არასდროს უყიდია ან არ გადაუხდია ონლაინ. ამ გზით შეკვეთილი სამოსი, ავეჯი, წამალი, საკვები, სათამაშო თუ სხვა ნივთი, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თუმცა, აუცილებელია, გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც ონლაინ შოპინგის პროცესს უსაფრთხოს და დაცულს გახდის და კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან დაგვიცავს: · ვებგვერდზე ბარათის მონაცემების შეყვანამდე, აუცილებლად დააკვირდით და შეამოწმეთ მისამართის სისწორე და გვერდის დაცულობა. დაცული გვერდები იწყება არა http-თ, არამედ https-ით. დაცულ გვერდს ბრაუზერში ბოქლომის ნიშანი აქვს. ის აჩვენებს, რომ თქვენ საქმეს იჭერთ პასუხისმგებლიან გამყიდველთან და თქვენი მონაცემები დაშიფრული იქნება. · არ დაიმახსოვროთ ბარათის მონაცემების ნაკლებად სანდო ვებგვერდზე. · თუკი ონლაინ ვაჭრობასთან ან სხვა ფინანსურ ოპერაციებთან ბარათით ხშირი შეხება გიწევთ, უმჯობესია საამისოდ გამოყოთ ერთი ბარათი, სპეციალურად ინტერნეტში გამოსაყენებლად. ამ ბარათზე ნუ გააჩეროთ მოცულობით თანხას. თანხა ბარათზე მობაილბანკით, უშუალოდ ინტერნეტშესყიდვის წინ გადაიტანეთ. · არ დააყენოთ ყველა ვებგვერდზე, სადაც ინტერნეტით შოპინგობთ, ერთნაირი და მარტივი პაროლი იმ იმედით, რომ ის არავის დააინტერესებს. ეცადეთ, მასში არა მხოლოდ ასოები, ციფრებიც გაურიოთ. · გახსოვდეთ, რომ ინტერნეტში ყიდვა უფრო უსაფრთხოა PayPal-ის ან Apple pay საფულეებით, რადგან ბარათს ერთხელ ამ საფულეში დაამატებთ, ხოლო შემდეგ გადახდისას არ დაგჭირდებათ საიტზე მისი მონაცემების მითითება. · კარგი იქნება SMS შეტყობინებას ჩართავთ და თქვენი ბარათიდან განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე მიიღებთ ინფორმაციას. ყურადღებისა და სიფხიზლის განცდა კიბერთაღლითებისგან უფრო დაცულს გაგხდით. ბარათის მთავარი კონცეფციაც ხომ, თქვენთვის კომფორტის შექმნა და ცხოვრების გამარტივებაა და არა, პირიქით. წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)