20:31 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 16:50:52, 367 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს მთავრობასა და ეკლესიას შორის

გუშინ გავრცელდა მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული  გარკვეული მასალები, დოკუმენტაცია, რომლითაც, მათი მიზანი და  ამოცანაა, რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს  მთავრობასა და  ეკლესიას შორის.

„ამ დროს, ყველას კარგად იცის, რომ არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს  მთავრობასა და  ეკლესიას შორის და რატომ? ჩვენ არ ვიძახით, უნაკლონი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომები მოგვსვლია  და კიდევ  მოგვივა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ჩვენი გამოწვევებით, ჩვენი შეცდომებით, ხარვეზებით, მაგრამ მივდივართ წინ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ, თუ არა ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ვიცით ომის ფასი, ვიცით გმირობის ფასი, ერთგულების ფასი, სამშობლოს სიყვარულის ფასი, მაგრამ გვინახავს ღალატიც, შიშიც და ლაჩრობის ძალიან ბევრი მაგალითიც. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს, ხალხი აკეთებს სწორ არჩევანს, შემთხვევითი არ არის, რომ შვიდ არჩევნებში "ქართული ოცნება" იმარჯვებს და კვლავაც, მერვე არჩევნებში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს დღეს ქვეყანაში. 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ყველგან, ყველა  ქალაქში ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი ხალხის მხარდაჭერით   და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ მშვიდობიან განვითარებას", - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics