|
2021-09-12 11:12:09, 559 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში სინოფარმის ვაქცინის 100 000 დოზა შემოვიდა
საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სმაინისტრო ავრცელებს. „საქართველომ წითელი ჯვრისგან 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა საჩუქრად მიიღო. მადლობა საქართველოს წითელ ჯვარს და მათ წარმომადგენლობას ამ პროცესში განსაკუთრებული აქტიურობისთვის. საქართველოსთვის 100 000 დოზა ვაქცინის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა. სამინისტროს ცნობით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში. „საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში და „სინოფარმის“ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ“, – ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ განაცხადა. „სინოფარმის“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)