|
2021-09-11 19:28:16, 369 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - გაათმაგებული ტემპებით, გაათმაგებული ენერგიით უნდა დავაფინანსოთ სამუშაოები, ხალხს გვერდში დავუდგეთ და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ
ჩვენ მერებს დიდი ყურადღებით ვარჩევთ და მთავარი დავალება, რაც აქვთ მიცემული მერებს და კანდიდატებს, არის ის, რომ ჩვენს ძვირფას მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ, რომ ადგილზე ყველას შეხვდნენ, მოუსმინონ და ადგილზე გადაუწყვიტონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ წინაშეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, დაიგო გზები, ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები, წყლის პრობლემები მოგვარდა ბევრ მუნიციპალიტეტში, გამოწვევა ჯერ კიდევ ბევრია და ეს არის უმუშევრობა. „დასაქმების პრობლემა არის ყველგან, მთელს ქვეყანაში და ეს პრობლემა არ დაწყებულა გუშინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც დაწყებული 90-იანი წლებიდან, გაგრძელდა 2012 წლამდე და ჩვენ გვერგო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მძიმე იყო და პრობლემები იყო ყველა მიმართულებით. ჩვენ მთელი ქვეყანა მოვიარეთ და ვნახეთ, რომ ისეთ ქალაქებში და სოფლებში დავაგეთ გზები, სადაც არ დაგებულა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მათ შორის, არც კომუნისტების დროს. გაგვყავს გზები, წყალგაყვანილობა, ვატარებთ გაზიფიცირების სამუშაოებს. ეს მასშტაბური სამუშაოებია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევასრულეთ. უნდა აღინიშნოს თუნდაც, ის ფაქტი, რომ 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოვახდინეთ ამ ბოლო, 8 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა. თუნდაც, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან ბევრი პროგრამა ავამოქმედეთ, როგორიც არის მაგალითად, „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი", უამრავი სხვა. მათ შორის, ასევე, ჩვენ წავახალისეთ ადგილობრივი წარმოების განვითარება და ასევე, ტურიზმის განვითარება. ათეულობით და ასეულობით ახალი სასტუმროს მშენებლობა დაფინანსდა. თუნდაც, შედარებისთვის რომ ავიღოთ, რა იყო 2012 წელს და რა არის დღეს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 14 000 ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა, მრავალწლოვანი კულტურები, 7 000 ჰექტრამდე ახალი ვენახები გაშენდა და ძალიან ბევრი კომპანია შეიქმნა. თუნდაც მეღვინეობაზე რომ ვილაპარაკოთ, 2012 წელს იყო 40 კომპანია, დღეს არის 340 კომპანია და ეს პროგრესი არის ყველა მიმართულებით. ყველა სექტორში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ. ახლა, გაათმაგებული ტემპებით, გაათმაგებული ენერგიით მეტი სამუშაოები უნდა დავაფინანსოთ, ხალხს გვერდში დავუდგეთ და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ყველა ის პროგრამა, ყველა ის პროექტი, რომელიც დაფინასდება და ახლა ვიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს, იქნება ყველა მუნიციპალიტეტზე მორგებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)