|
2021-09-11 18:15:29, 464 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები, დღეს დასრულდა
covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია -WHO-ს მხარდაჭერით, აჭარის ა/რ მასშატბით სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან იმართებოდა, დღეს დასრულდა.-ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებს, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ესწრებოდა. ,,ჯანმოს ეგიდით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, საინფორმაციო შეხვედრას მართავენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზღვაო აკადემიაში. ამით დღეს სრულდება შეხვედრები, რომელიც ითვალისწინებდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ფორმატს, კითხვებზე პასუხის გაცემას, ვინაიდან მოქალაქეებს ხშირად აქვთ კითხვები, სანამ მიიღებენ ვაქცინაციის ჩატარების გადაწყვეტილებას. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა მზაობა არასამედიცინო დაწესებულებათა შორის და უნივერსიტეტის სივრცეში გახსნა ძალიან კომფორტული ვაქცინაციის სივრცე, რომლითაც არამარტო ქალაქის, არამედ რეგიონის მოსახლეობა სარგებლობს და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. ამიტომ ის კითხვები, რომლებიც ქონდა აუდიტორიას, განსაკუთრებით აქცენტი გვაქვს სტუდენტებზე, რომელთა აცრის მაჩვენებელი არის იმაზე უფრო დაბალი, ვიდრე მოლოდინი იყო, კითხვები არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრები" - აღნიშნა, რუსუდან შავიშვილმა. „საინფორმაციო შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, მედდებთან, მიზნობრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელთა მიზანი იყო ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინაციის მიმღებლობის გაზრდა საინფორმაციო/საგანმანათლებლო სემინარების და ორგანიზებული ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებით. აჭარაში ამ დროისთვის სულ - 173 180 ვაქცინაა ადმინისტრირებული, მათ შორის ორი დოზა - 66 833. პროცენტულად: ერთი დოზით - მოზრდილი მოსახლეობის 39.2 %, ხოლო ორი დოზით 24.7 %-ია აცრილი.“-ნათქვამია განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)