|
2021-09-10 17:50:49, 391 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ მშვიდობიან სიტუაციაში გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება
ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი... არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა. „ერთ წრეზე ვტრიალებთ, რა თქმა უნდა, ბევრს ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. აი სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა წელში გაიმართოს, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მშვიდობა გვქონდეს და რაც მთავარია, ქვეყანა გავაერთიანოთ. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ როცა თუნდაც ჩვენი, ჩვენს მიერ დროებით დაკარგულ აფხაზეთში და ოსეთში უყურებენ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, უყურებენ როგორ დესტრუქციულად იქცევიან ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი... არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს. აქ გვესწრებიან სასულიერო პირები და მე მინდა, მათდამი პატივისცემა დავადასტურო კიდევ ერთხელ. რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ინსტიტუტებს - ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ მშვიდობიან პერიოდში და მშვიდობიან სიტუაციაში პრაქტიკულად გამორიცხულია მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. თეორიული შანსიც კი დაკარგეს და ერთადერთი გზა მათი, ჰიპოთეტურად ვთქვათ, ხელისუფლებაში დაბრუნების არის სწორედ არეულობა და რაღაც დესტრუქცია და რევოლუცია, არეულობის შემოტანა. იმ დროს არ უნდა იყოს არც ერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, არც ერთი ავტორიტეტული პირი, ინსტიტუტი - სწორედ ამას ემსახურება მიზანმიმართული, პროპაგანდისტული მუშაობა. ისინი იყენებენ ფაშისტურ პროპაგანდისტულ მეთოდებს. პირდაპირ უნდა ითქვას ასე, ასეც არის, რომ მუდმივად, ამ უწყვეტი პროპაგანდის რეჟიმში, მოსახლეობას მანამდე აჩვენებდნენ ჯოჯოხეთს სამოთხედ და ახლა პირიქით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)