|
2021-09-10 11:57:48, 617 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ალტ-ინფოს“ ქვეყნის მასშტაბით გავრცელების ნებართვა მისცა
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ალტ-ინფოს“ ქვეყნის მასშტაბით გავრცელების ნებართვა მისცა. 2021 წლის 09 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „ალტ ინფოს“ მოთხოვნით 2020 წლის 26 ნოემბრის Noგ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც “ალტ-ინფო” “სტერეო +” - ს მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით,საქართველოს ტერიტორიაზე 15 სექტემბრიდან გავრცელდება. “ალტ ინფოს” მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათია, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მოდიფიცირების პროცესში კომისიის წევრებს კითხვები არ დაუსვამთ. მაგალითად, კომისიას არ გამოუკვლევია განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია ეროვნული გავრცელებისათვის საჭირო ხარჯებისა თუ დაფინანსების წყაროების შესახებ.მით უფრო, როცა კომისიის ვებ გვერდის მიხედვით, მაუწყებელმა 2021 წლის მეორე კვარტალში კონტენტის რეალიზებიდან 2,550 ლარი მიიღო, ხოლო მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა 20 939 ლარია.რაც შეეხება 2021 წლის პირველ კვარტალს კონტენტის რეალიზება კომპანიამ 850 ლარად შეძლო,ხოლო მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა 7 366 ლარი შეადგინა. სს ,,სილქნეტის“ და შპს ,,ალტ-ინფოს“ შორის მოლაპარაკება შედგა, 2021 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სავალდებულო გატარების თაობაზე და რამდენიმე დღეში არხის სს “სილქნეტის”სამომხმარებლო პაკეტში განთავსდება.მოლაპარაკების შედეგებიდან გამომდინარე, კომისიამ შპს “ალტ ინფოს” მეორე საჩივარი, რომლითაც განმცხადებელი სს“სილქნეტისათვის” სანქციის დაკისრებასაც მოითხოვდა, განუხილველად დატოვა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)