|
2021-09-09 18:36:12, 526 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პოლოლიკაშვილი-საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა განავითაროს როგორც ღვინის ასევე აგრო ტურიზმი
პორტუგალიაში მიმდინარე ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე გლობალურ კონფერენციაზე მედიასთან საქართველოს შესახებ ისაუბრა გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. გენერალური მდივნის განცხადებით საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.-ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ეს არის პირველი კონფერენცია, რომელიც პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება დასწრებით. მოხარული ვარ, რომ ამ კონფერენციას საქართველოს დელეგაცია ესწრება. ტურიზმი საქართველოში მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის ნაწილში. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტურისტებმა შეძლონ ღვინის რეგიონების, მათ შორის კახეთის მონახულება."-განაცხადა პოლოლიკაშვილმა მისი თქმით, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაცია აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს. ორგანიზაციამ წელს გამოაცხადა აგროტურიზმის სტარტაპების კონკურსი (UNჭთO Gლობალ ღურალ თოურისმ შტარტუპ ჩომპეტიტიონ). კონკურსი მიზნად ისახავს აღმოაჩინოს სტარტაპერები და მეწარმეები, რომლებიც ხელს შეუწყობენ და გაზრდიან აგროტურიზმის წვლილს ტურიზმის განვითარებასა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მის აღდგენაში. „ჩვენ 2021 წელი აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით გამოვაცხადეთ ძალიან აქტიურად და შემდეგი 3,4 წელი კონცეტრაციას მოვახდენთ აგრარული ტურიზმის განვითარებაზე. საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები, როგორც ინვესტიციის, ასევე ვიზიტორთა მიმზიდველობის. ჩვენი ამოცანაა სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის პორტუგალიის გამოცდილება გამოვიყენოთ და და ხელი შევუწყოთ ღვინის და აგრო ტურიზმის განვითარებას."-განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)