|
2021-09-09 11:30:14, 454 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელ ოფისს (IOPC) შორის ვებინარი გაიმართა
ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელმა ოფისმა (რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს) და სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტმა ერთმანეთს საკუთარი საგამოძიებო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. დისტანციური სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა და ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ოფისის საგამოძიებო მიმართულების უფროსმა ხელმძღვანელმა ტომ მილსომმა გახსნეს. შეხვედრის ფარგლებში, უცხოელმა კოლეგებმა ქართველ გამომძიებლებს ინფორმაცია მიაწოდეს მათი ოფისის საგამოძიებო მანდატისა და პრაქტიკის შესახებ. ასევე, გაუზიარეს IOPC-ის მიერ ძალის გადამეტების სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სპეციფიკა. თავის მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ოფისის (IOPC) წარმომადგენლებს სამსახურის სტრუქტურა, საგამოძიებო ქვემდებარეობა, უფლებამოსილების ფარგლები, მიღწეული შედეგები და დღის წესრიგში არსებული გამოწვევები გააცნეს. დისტანციური სამუშაო შეხვედრა თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა რეალურ კაზუსებზე იმსჯელეს. ვებინარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ინგლისისა და უელსის პოლიციის ქცევის დამოუკიდებელ ოფისს (IOPC) შორის თანამშრომლობის დაწყებას, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და გამოძიების სტანდარტის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ანალოგიური ფუნქციის ევროპულ ორგანოსთან გამართა შეხვედრა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტულია წამყვან კოლეგა ინსტიტუციებთან წარმატებული კომუნიკაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა. აღნიშნული, მნიშვნელოვანია სამსახურის ინსტიტუციური განვითარების, საქმიანობის ხარისხის ამაღლებისა და თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)