|
2021-09-09 11:26:34, 373 ნახვა
საზოგადოება
ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევით ბაზას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტუმრა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას, აგროტურის ფარგლებში, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე სამინისტროს სტაჟიორებთან ერთად ესტუმრა. მინისტრი ბაზაზე მიმდინარე პროექტებს გაეცნო, ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერა და ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ახალგაზრდა აგრონომების განათლების ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით, საერთო პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. დღეს, ჩვენი სტაჟიორები ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე პროექტებს, ვაზის და ხეხილის უნიკალურ, ენდემურ ჯიშებს გაეცნენ. სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ახალი კადრების გადამზადება მოხდეს, ახალგაზრდებმა ცოდნა გაიღრმაონ და დარგში არსებულ სიახლეებს გაეცნონ“, - აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ. აგროტურის ფარგლებში, მომავალი აგრონომები წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ ბაზასაც ესტუმრნენ, ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის მუშაობას და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. ლაბორატორიაში საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა-ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, აქტიურად არის ჩართული სწავლება-გადამზადების პროექტებში. ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს ახალგაზრდების, სტუდენტების, ფერმერების ტრენინგები, სწავლება და ცოდნის გაღრმავება. სექტორში მეტი მცოდნე და პროფესიონალი კადრის არსებობა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე არსებულ საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის ქართული 470-მდე და 350 უცხოური ჯიში, ველური ვაზის 120-ზე მეტი ფორმა, თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების 42 ადგილობრივი და 270-ზე მეტი ინტროდუქცირებული ჯიში. ახალგაზრდა კადრების დაინტერესების, მოზიდვის, მომზადებისა და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, ცენტრის ბაზებზე რეგულარულად მიმდინარეობს სპეციალისტებთან შეხვედრები და ტრენინგები.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)