|
2021-09-08 13:46:22, 779 ნახვა
რეგიონი
ახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემა იწყება
26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი, ერთჯერადი დახმარებას მიღებენ. ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3,000 ლარით, ხოლო ის ფერმერები რომელთაც 100%-ით დაუზიანდათ მოსავალი, რომელიც უკვე ჩააბარეს და მიიღეს 3000 ლარამდე თანხა მაგალითად 1000 ლარი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას ანუ 2000 ლარს. მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს. კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერიებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოახდენენ ვენახ(ებ)ის ადგილზე დათვალიერებას, სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანების, მოსავლის არარსებობის ფაქტის დადგენასა და დათვალიერების აქტის შედგენას. დაზარალებული მუნიციპალიტეტის მერიების მიერ სოფლის განვითარების სააგენტოს ეგზავნება იმ ფიზიკური პირების სია, რომლებთანაც დათვალიერების აქტით დადასტურდა სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანებისა და მოსავლის არარსებობის ფაქტი. მას შემდეგ, რაც განისაზღვრება დაზარალებულ პირთა სია და გასაცემი თანხის ოდენობა, გაიცემა ერთჯერადი დახმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სს "ლიბერთი ბანკს" საქართველოს მასშტაბით გააჩნია ყველაზე დიდი დაფარვის ქსელი და სხვადასხვა სუბსიდირების პროექტების განხორციელებისას, უკვე წარმატებით თანამშრომლობს სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ფერმერები აღნიშნული პროექტის ფარგლებში ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ სს "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით. მევენახეებს დახმარების მისაღებად უსასყიდლოდ გადაეცემათ ბანკის პლასტიკური ბარათები, რომელ ბარათებზეც მოხდება თანხის ჩარიცხვა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)