|
2021-09-06 17:29:54, 531 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - 2021 წელს შიდა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 51 პროცენტით, ხოლო 2020 წლისაზე - 45 პროცენტით მეტია
2021 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმის მაჩვენებელი 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112 და 119 პროცენტით აღდგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2021 წლის პირველ კვარტალში 31 პროცენტით გაიზარდა ღამისთევების მთლიანი რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შიდა ტურისტებმა, შესაბამისად, 51 პროცენტით და 45 პროცენტით მეტი დახარჯეს 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სულ 2021 წლის პირველ კვარტალში, შიდა ტურისტების მთლიანმა ჯამურმა დანახარჯებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო დანახარჯმა ერთ ვიზიტზე 149 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35 პროცენტით მეტია. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმის გააქტიურებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კერძო სექტორის გაძლიერებას და განვითარებას. აღნიშნული ასევე დადებითად აისახა სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის ზრდაზე. სტატისტიკის თანახმად, 2020 წლისგან განსხვავებით, 2021 წელს ეს მაჩვენებელი, განსაკუთრებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის მიუახლოვდა რეკორდულ 2019 წლის მაჩვენებლებს. კერძოდ, თუკი 2019 წლის მაისსა და ივნისში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 61,4 პროცენტი და 66,3 პროცენტი იყო, 2021 წლის ანალოგიურ თვეებში მან 40,3 პროცენტი და 58,3 პროცენტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)