02:37 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 16:35:53, 464 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ

„დღეის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ. მათ შორისაა ისეთი ავიაგადამყვანებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოში არ ფუნქციონირებდნენ. კერძოდ, გერმანული „ევროვინგსი", ყაზახური „ფლაიარისტანი" და სხვ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აეროპორტების ჭრილში, ჩვენი ძალისხმევით, თუკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიათა რაოდენობა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 92 პროცენტით აღდგა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, ბათუმში 106 პროცენტით მეტი ავიაკომპანია 169 პროცენტით მეტ სიხშირეს ახორციელებს. ამასთან, 143 პროცენტითაა გაზრდილი მიმართულებების რიცხვი, საიდანაც ბათუმში ფრენები სრულდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების რიცხვი არ შეცვლილა, მგზავრთნაკადი 106 პროცენტით გაიზარდა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოზიტიური დინამიკაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაშიც, სადაც უნგრულმა ავიაკომპანია „ვიზეარმა"2021 წლის ივლისიდან ბაზა დააბრუნა და განაახლა ფრენები ევროპის 14 ქალაქის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics