|
2021-09-06 15:07:30, 644 ნახვა
საზოგადოება
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის" მოსავლის აღება გრძელდება
მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის" მოსავლის აღება გრძელდება. მსჯავრდებულები დღეს სამი სახეობის ჟოლოსა და წითელ და ყვითელ პომიდორ „ჩერის" კრეფენ.-ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტის მიმდინარეობის სამწლიან პერიოდში წლევანდელი მოსავალი საუკეთესოა, რაც მსჯავრდებულთა შემოსავალზეც აისახება. ჟოლოსა და პომიდვრის გაყიდვით მიღებული თანხა მათ ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროდუქტის რეალიზაციას კი იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი რამდენიმე ობიექტში მოახდენს. "სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობა მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ფიზიკური აქტივობა კი მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამასთან, მსჯავრდებულები სამეურნეო საქმიანობის უნარ-ჩვევებსაც იძენენ. მოსავლის მოყვანის პროცესში გლდანის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები 2019 წლიდან მონაწილეობენ. თავდაპირველად მათ მცირე ტერიტორიაზე მხოლოდ ჟოლო მოჰყავდათ, წელს კი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უკვე 9.000 კვადრატული მეტრზე მიმდინარეობს და მსჯავრდებულებმა 1500 კგ. ჟოლო, 2500 კგ. წითელი და ყვითელი პომიდორი ჩერი, 2000 კგ. საზამთრო, 1000 კგ. გოგრა, 1000 კგ. ბულგარული წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო და მწვანილი, ჯამში, 8 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული მოიყვანეს. პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი."-ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)