|
2021-09-03 12:08:33, 713 ნახვა
საზოგადოება
"მობილური კლინიკა სახლთან ახლოს" - 6 დაავადების ერთდროული სკრინინგი მიმდინარეობს
მობილურ კლინიკა, რომელიც აღჭურვილია რენტგენოგრაფიის ციფრული აპარატით, Xpert სისტემით და ყველა სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტებით, "ერთი კარის" პრინციპით, სახლთან ახლოს 6 დაავადების: ტუბერკულოზის, COVID-19-ის, C ჰეპატიტის, აივ/შიდსის, დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის ერთდროულ სკრინინგს უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელება აჭარაში 13 აგვისტოდან დაიწყო და უახლესი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის მეთოდებით დღემდე გამოიკვლეული იქნა 615-ზე მეტი ადამიანი. პროექტის მიმდინარეობას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ე.წ. ,"ოცნების ქალაქში" გაეცნო. "ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 6 დაავადების წინააღმდეგ სკრინინგის კომპონენტის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში - ქობულეთში, ხელვაჩაურში, ხულოსა და ქალაქ ბათუმში 800 პირის გამოკვლევა. შესაბამისად, ეს მონაცემები იქნება მნიშვნელოვანი მომდევნო პერიოდში პრიორიტეტების განსაზღვრისთვის და დამატებითი პროგრამული დაფინანსების დასამტკიცებლად. დაავადებების პრევალენტობის გათვალისწინებით, აჭარის რეგიონი ყოველთვის ლიდერობდა ამ დაავადებების მაღალი ინციდენტობის მხვრივ, ამიტომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობა საჭიროებს ადრეულ გამოვლენას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ყველა დაავადებასთან მიმართებაში მკურნალობის სახელმწიფო პროგრამები არსებობს, რომელიც სავსებით უფასოა მოსახლეობისათვის. პროექტი ხორციელდება საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, აჭარისა და ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ცენტრების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ეგიდით. აქტიურ სკრინინგს ახორციელებენ: დადებითი შედეგის მქონე პირები შესაბამის კლინიკაში იგზავნებიან. მობილურ კლინიკაში სკრინინგი უფასო და ნებაყოფლობითია, ასევე დაცულია კონფიდენციალობის პრინციპები.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)