|
2021-09-02 16:52:38, 366 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე- ჭიათურის 24 საათიანი წყალმომარაგების შემდეგ, მუშაობა სოფლების წყლალმომარაგებისთვისაც გაგრძელდება
ჭიათურაში მრავალი მიმართულებით ვმუშაობთ და მათ შორის, ერთ-ერთი იყო საბაგირო გზა, რომლითაც ხალხი უკვე სარგებლობს და პროექტში არსებული გაუთვალისწინებელი ფაქტორებიც მოხსნილია -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჭიათურის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ჭიათურის 24 საათიანი წყალმომარაგების შემდეგ, მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებაზე. „ შარშანდლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს ქალაქს და ეს ჩვენი დიდი მონაპოვარია, დარჩენილი გვაქვს და უკვე შესწავლილია სოფლები, სადაც 10 წლიანი გეგმის მიხედვით მუშაობა გაგრძელდება",- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზესტაფონი-ჭიათურის გზას და ამ მოცულობითი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 43 მილიონი ლარია გათვალისწინებული. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამინიტროს მიერ განხორციელებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, ჭიათურაში ამჟამად ჯამში 7 ობიექტზე და მათ შორის ცენტრალურ უბანში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. „ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან პროგრამა 500 მილიონ ლარს მხოლოდ პირველ ეტაპზეა და ის აუცილებლად გაგრძელდება, რათა აუცილებლად გამოვიყენოთ ჭიათურის მდებარეობის უნიკალურობა",- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურაში ახალი საბაგირო გზების მშენებლობა დაასრულა. ახალი საბაგირო გზები ჭიათურაში საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების დაფინანსებით აშენდა და პროექტის საერთო ღირებულებამ 55 მილიონი ლარზე მეტი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბაგირო სადგურებსა და გზებს. საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა იმოძრავებს.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)