|
2021-09-02 13:59:06, 867 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერობისა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნუცუბიძის მოსახლეობას შეხვდნენ
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე კახა კალაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც, მისი თქმით, დიდი სტიმულია. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც მე და ჩემი თანაგუნდელები ყოველდღიურად ვგრძნობთ. ძალიან ვაფასებ ამ სიყვარულს და პატივისცემას. გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან ვუფრთხილდები ამ დამოკიდებულებას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. წლებია, მოყოლებული ჩემი სპორტული კარიერიდან, ეს სიყვარული მოდის. ყველაფერს ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ, რომ ეს პატივისცემა დაგიბრუნოთ ქალაქში განხორციელებული ძალიან კარგი პროექტებით, ისეთით, როგორითაც თითოეული თქვენგანი იამაყებს. მართლაც ბევრი სამუშაო იქნა ჩატარებული 4 წლის განმავლობაში, ბევრი პროექტი განვახორციელეთ - ინფრასტრუქტურული, გამწვანება, სკვერები, რეკრეაციული სივრცეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, თუმცა უამრავი გამოწვევა და პრობლემა რჩება, სამწუხაროდ. ერთს გპირდებით, რომ მუშაობას 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ", - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი მოტივაციაცაა. „ვაკის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება არის დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა, ამავდროულად, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის. ახლა ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი კეთდება. ეს არის ის ხელწერა, რომლითაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოირჩევა კახა კალაძე, თავის გუნდთან ერთად. კიდევ მრავალი რეკრეაციული სივრცე, მიზანმიმართული ურბანული პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი ქალაქის გრძელვადიანი განვითარება განხორციელდეს. ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში ჩატარდა, ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მხარდაჭერა 2 ოქტომბერს და ის მანდატი, რომელსაც კახი კალაძე და ჩვენ, მისი გუნდი მივიღებთ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. შეხვედრა ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონის მე-4 და მე-2 კვარტლებს შორის მდებარე სკვერში გაიმართა, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ სივრცით სარგებლობა ორი კვარტლის მოსახლეობას და არა მარტო მათ შეეძლებათ. ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს, რამდენიმე ზონა იქმნება, მათ შორის, სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდება; საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის; სკვერში მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები და დამონტაჟდება სხვა ურბანული ავეჯი. პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა განათების ქსელი, მოეწყო ე.წ. „მოცეკვავე შადრევანი". გარდა ამისა, სამუშაოების ბოლო ეტაპზე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება - დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე, ხეები და ბალახი. პარკის განახლების პროექტის ღირებულება 984 000 ლარს შეადგენს. შეხვედრას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)