|
2021-09-01 21:03:52, 679 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე გოგორიშვილი - ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თქვენი უშუალო ჩართულობით, ვანს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ
განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი გუნდი მშობლიურ მხარეზე ზრუნვის შესაძლებლობას მეორედ გაძლევს. ერთად ვიზრუნოთ ვანის მუნიციპალიტეტის, ჩვენი ოჯახების უკეთეს ხვალინდელ დღეზე, ერთად განვიხილოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული პრობლემა, ერთად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი - განაცხადა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გოგორიშვილმა წარდგენაზე. ვანის მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის „ჩემთვის დიდი პატივია დასახელებულ ვიყო მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. ამ შესაძლებლობისთვის მსურს დიდი მადლობა გადავუხადო "ქართულ ოცნებას". ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნდობა, რომელიც ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა გამომიცხადა და რომელსაც იმედი მაქვს, ჩემი ვანელები გამომიცხადებენ, საქმითა და ხელშესახები შედეგებით გავამართლო. ჩემი ცხოვრება ჩემს მშობლიურ ვანთან არის დაკავშირებული, ბევრი თქვენგანი მიცნობს და ბევრ თქვენგანთან საქმიანი, თუ მჭიდრო ადამიანური ურთიერთობები მაკავშირებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა და დაფასებაა, როდესაც შენი გუნდი მშობლიურ მხარეზე ზრუნვის შესაძლებლობას უკვე მეორედ გაძლევს. მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ვიცი რა გიჭირთ და რა გილხინთ. ვამაყობ რომ განვლილ 4 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უამრავი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ვიცი იმ პრობლემების შესახებაც, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში. მსურს ერთად განვიხილოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული პრობლემა, ერთად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ვანი უძველესი და უმდიდრესი ისტორიით სავსე ქალაქია, რომელიც საქართველოს ისტორიის უნიკალურობას ინახავს და ამ კუთხით ჩემს მუნიციპალიტეტზე ზრუნვა ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემთვის. გარწმუნებთ, მე და ჩემი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თქვენი უშუალო ჩართულობით, ჩვენს ვანს განვითარების ახალ ეტაპზე გავიყვანთ. თქვენთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაძლევს იმის უფლებას, გთხოვოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის, ჩვენი ოჯახების უკეთეს ხვალინდელ დღეზე. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული ოჯახის გამარჯვება იქნება.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)