08:39 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 18:40:23, 434 ნახვა

საზოგადოება
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი ერთობლივი სწავლება გაიარეს

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), ასევე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ერთობლივი პროექტის - ,,კონტეინერების კონტროლის პროგრამის’’ ფარგლებში, საქართველოში  მოქმედ  უწყებათაშორის დანაყოფს,  ბათუმის ნავსადგურში შემოსულ, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების განმახორციელებელ ბორანზე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა.-ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით,  აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის პროცესში,  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლები, ტვირთების, დოკუმენტაციისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან ერთად.

 „კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში ერთობლივ ოპერაციებთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა, როგორიცა: ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობის აღმოსაფხვრელად, მაღალი რისკის მქონე ტვირთების იდენტიფიცირება, ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და ამ მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო  გაძლიერება.

ბათუმის ნავსადგურში დაწყებული ერთობლივი სწავლება, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს, ბულგარეთის რესპუბლიკის საზღვაო ქალაქ ბურგასში დასრულდება. “-ნათქვამია განცხადებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics